JSN Mico - шаблон joomla Авто
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

joomla

საჭირო პროგრამები

ამ გაკვეთილში ჩვენ ფოკუსირებას გავაკეთებთ საიტის შექმნის მოსამზადებელ პროცესზე - კონკრეტულად პროგრამული უზრუნვეყოფის არჩევაზე. ავირჩევთ კონკრეტულ პროგრამებს და ვისაუბრებთთ მათ დანიშნულებაზე.


რაში უნდა დაგვჭირდეს სხვადასხვა პროგრამა?

ადრე, როდესაც იქმნებოდა საიტები გამოყენებოდა მხოლოდ notepad. ახლა რომ შევქმნათ საიტი, ჩვენ უნდა დავაყენოთ ლოკალური სერვერი და მართვის სისტემა (CMS).
მათ გარეშე, ჩვენ ვერ შეძლებთ შევქმნათ სრულყოფილი საიტი.


სავალდებულო პროგრამა: ვებ სერვერი და CMS

ადრე notepad-ში იწერებოდა კოდი, რომელიც მუშაობდა უპრობლემოდ. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილი გახდა და კოდებსაც აღარ ვწერთ. ამ ყველაფერს კი ჩვენთვის აკეთებს - მართვის სისტემა (CMS), და ჩვენ ვეუბნებით, თუ როგორ და რა გვჭირდება. მაგრამ კონტროლის სისტემა არ არის პატარა კოდის ფრაგმენტი - ეს არის სრულყოფილი პროგრამული პროდუქტი.
ვებ სერვერი - ესეც არის პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ უკვე თვით CMS-თან და ყველა დღევანდელ საიტებთან. ვებ სერვერი, ესეც ოპერაციული სისტემაა როგორიც არის ჩვენს კომპიუტერში - რომლის გარეშეც პროგრამა უბრალოდ არ მუშაობს. ჩვენი საიტები ასევე კოლტების პროგრამებია - თითოეულს აქვს საკუთარი ფუნქციის კოდი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სერვერზე.
როცა ჩვენ ვხედავთ საიტს ინტერნეტში, ჩვენ ვიცით, რომ ის ინახება ცალკე კომპიუტერში რომელშიც არის დაყენებული ვებ სერვერი.
საიტს ჩვენ ვქმნით ჩვენს კომპიუტერში და ინტერნეტში არ ვტვირთავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, მისი მუშაობისათვის - უნდა დაინსტალირდეს ვებ სერვერი, რომ იგი მუშაობდეს ისევე, როგორც ინტერნეტში სხვა საიტები. მაგრამ ეს საიტი იქნება მხოლოდ ჩვენს კომპიუტერი და ინტერნეტში მას ჩვენ ვერ ვნახავთ - რომელიც არის იდეალური ჩვენთვის, შეგვიძლია ვისწავლოთ და არ ვინერვიულოთ.

რომელი ვებ-სერვერი ავირჩიოთ?

მსოფლიოში ყველაზე რეკომენდირებული არის ვებ-სერვერი - apache. მაგრამ ეს ერთადერთი - არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვეძებოთ პროგრამა, რომელიც აერთიანებს ყველა ფუნქციებს რათა იმუშაოს საიტმა. დღესდღეობით ასეთ კრებულად გვევლინება: denwer (Windows) და XAMPP (Windows / Linux). აქედან გამომდინარე, ვაყენებთ ერთ მათგანს. უპირატესობა მივანიჭე - denwer.

denwer


რომელი CMS ავირჩიოთ?

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით არის ათი ღირსეული CMS. თითოეული მათგანი შემქმნელს წარმოუდგენს ხელსაწყოების კომპლექტს, მათ განლაგებას. მაგრამ ბევრად მსგავსნი არიან და აქ საქმე იმაშია თუ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას და თქვენ ალბათ აირჩევთ პირველს, რაც მოგყვებათ ხელში. მე კი შემხვდა - Joomla!, რითაც მოხარული ვარ დღევანდელი დღის ჩათვლით.
მინდა გაცნობოთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ახალი განახლებული ვერსია Joomla!, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი და ფუნქციონალურია ვიდრე ის რაც ადრე იყო, ასე რომ, თუ თქვენ აირჩიეთ ამას, გპირდებით თქვენ არ ინანებთ.

joomla

 

პროგრამები კომფორტისათვის

 

ასევე არსებობს რიგი პროგრამები, რომლებიც თქვენ, რა თქმა უნდა დაგჭირდებათ საიტზე მუშაობისას.
1. რედაქტორი
რედაქტორი საშუალებას გაძლევთ გახსნათ ნებისმიერი ფაილი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საიტზე და შეცვალოს ისინი. აშკარაა, რომ notepad აღარ არის ჭეშმარიტი პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემდათ ამის უკეთესად გაკეთებას. რეკომენდაცია - "SublimeText3". მინიმალური დატვირთვა პროცესორზე და ძალიან მარტივია გამოყენება

s

2. ბრაუზერი
ბრაუზერის არჩევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ გვერდების სანახავად. ბრაუზერის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ შესწორებები კოდის გვერდებზე, გაანალიზოთ ისინი და შეასწოროთ შეცდომები. პირადად მე ვიყენებ ბრაუზერს Chrome, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან მარტივ და ფუნქციურ კომპლექტს ინსტრუმენტებისა.

google

3. FTP მენეჯერი
FTP მენეჯერი განკუთვნილია გადასცეს ფაილები სერვერზე (ჰოსტინგი).
საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, არ დაგჭირდებათ, მაგრამ როდესაც ჩნდება კითხვა გამოაქვეყნოთ თქვენი საიტი ინტერნეტში, შეცვალოთ ფაილბი პირდაპირ, მაშინ აქ არის ძალიან სასარგებლო.

ftp

აირჩიეთ პროგრამები, ახლა დავაინსტალიროთ პირველი სავალდებულო პროგრამა: ვებ სერვერი.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.