JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

230396 500x371

შესავალი

ტექნიკური სპეციალისტის ერთ-ერთ ძირითად სამუშაო ამოცანას წარმოადგენს კომპიუტერის აწყობა. კომპიუტერის კომპონენტებთან მომუშავე, ტექნიკური სპეციალისტი უნდა ხასიათდებოდეს ლოგიკური აზროვნებით და მოქმედებდეს მეთოდურად. კომპიუტერის აწყობის უნარი, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, არსებითად იზრდება გამოცდილების მიღებასთან ერთად.

მოცემული თავის მასალის შესწავლის შემდგომ თქვენ აითვისებთ შემდეგ საკითხებს:

  • კორპუსის გახსნა
  • კვების ბლოკის დაყენება
  • დედაპლატის დაყენება და მისი კომპონენტების მიერთება
  • შიდა დისკების დაყენება
  • დისკწამყვანების გარე ჭრილებში დაყენება
  • ადაპტერული პლატების დაყენება
  • ყველა შიდა კაბელის შეერთება
  • გარე კაბელების შეერთება და გვერდითა პანელების დაყენება
  • კომპიუტერის საწყისი ჩართვა

კორპუსი და კომპიუტერის კომპონენტები

3.1 კორპუსის გახსნა

1


 იწარმოება სხვადასხვა კონსტრუქციების მქონე კომპიუტერის კორპუსები. კონსტრუქციად ან ფორმ-ფაქტორად იწოდება კორპუსის ფორმა და ზომა.

კორპუსის გახსნის წინ მოამზადეთ სამუსაო ადგილი. ის უნდა იყოს განთავსებული კარგი განათების. კარგი ბენტილაციისა და კომფორტული ოთახის ტემპერატურის შესაბამის ნაგებობაში. აუცილებელია, ყოველი მხრიდან შესაძლებელი იყოს მაგიდასთან ან სტენდთან მიდგომა. ნუ გადატვირთავთ მაგიდის ან სტენდის ზედაპირს ინსტრუმენტებიტა და კომპიუტერის კომპონენტებით. ანტისტატიკური ხალიჩისა არსებობა, მოგვცემს შესაძლებლობას ავიცილოთ მოწყობილობის ფიზიკური  და ელექტრო-სტატიკური მუხტით დაზიანება. პატარა ჭანჭიკები და სხვა ნაწილები აუცილებელია მოვათავსოთ მომცრო სათავსოებში.

არსებობს კორპუსის გახსნის სხვადასხვა მეთოდი. რომ გავიგოთ, როგორაა მიზანშეწონილი ამა თუ იმ კომპიუტერის კორპუსის გახსნა, მიმართეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ან მწარმოებლის ვებ-გვერდს. უმრავლესობა კომპიუტერის კორპუსებისა, იხსნება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდით:

  • კომპიუტერის კორპუსის სახურავი შეიძლება მოიხსნას როგორც ერთიანი ელემენტი
  • შესაძლებელია მოიხსნას კორპუსის ზედა და გვერდითა პანელები
  • გვერდითა პანელების მოხსნამდე შესაძლებელია საჭირო იქნეს კორპუსის ზედა პანელის მოხსნა.

კვების ბლოკი

3.2 კვების ბლოკის დაყენება

ტექნიკურ სპეციალისტს შეიძლება დასჭირდეს კვების ბლოკის შეცვლა ან დაყენება. კვების ბლოკების უმრავლესობა შეიძლება დაყენდეს კომპიუტერის კორპუსში მხოლოდ ერთ მდგომარეობაში. როგორც წესი კვების ბლოკი მაგრდება კორპუსში 3-4 ჭანჭიკით. კვების ბლოკებზე გვხვდება ვენტილიატორი, რომლებმაც ვიბრაციით შესაძლებელია შეასუსტოს არამყარად მოჭერილი ჭანჭიკები. კვების ბლოკის დაყენებისას დარწმუნდით, რომ ყველა ჭანჭიკი  მოჭერილია სათანადოდ.

ქვემოთ ჩამოთვლილია კვების ბლოკის დაყენების ეტაპები:

  1. ჩადგით კვების ბლოკი კორპუსში
  2. შეუთავსეთ კვების ბლოკის ჭრილები კორპუსის ჭრილებს
  3. მიამაგრეთ კვების ბლოკი კორპუსს შესაბამისი ჭანჭიკების მეშვეობით

დედაპლატა შესაბამისი კომპონენტებით

        დედაპლატის დაყენება და შესაბამისი კომპონენტების მიერთება

ამ განყოფილებაში დეტალურად აღწერილია კომპონენტების დედაპლატაზე მიერთებისა და  კომპიუტერის კორპუსში დედაპლატის ჩაყენების ნაბიჯები.

მიმდინარე განყოფილების დამთავრებისას თქვენ აითვისებთ შემდეგ თემებს:

  • ცენტრალური პროცესორისა და ვენტილიატორი/რადიატორი კვანძის დაყენება
  • ოპერატიული მეხსიერების დაყენება
  • დედაპლატის დაყენება


3.3.1 ცენტრალური პროცესორისა და ვენტილიატორი/რადიატორი კვანძის დაყენება

2 

ცენტრალური პროცესორი და ვენტილიატორ/რადიატორის კვანძი შესაძლებელია დავაყენოთ დედაპლატაზე, მანამ სანამ ის დამაგრდება კომპიუტერის კორპუსში.

სურათზე ნაჩვენებია ცენტრალური პროცესორი და დედაპლატა. ცენტრალური პროცესორი და დედაპლატა მგრძნობიარე არის ელექტროსტატიკური განმუხტვისადმი. მათთან მუსაობისას დარწმუნდით ისინი იმყოფება დამიწებულ ანტისტატიკურ ხალიჩაზე. ამ კომპონენტებთან მუსაობისას აუცილებელია ვატაროთ ანტისტატიკური ბრასლეტი.

ყურადღება: ცენტრალურ პროცესორთან მუსაობისას არ შეეხოთ მის კონტაქტებს.

დაამაგრეთ ცენტრალური პროცესორი დედაპლატის ბუდეში ფიქსატორის საშუალებით. თანამედროვე პროცესორის ბუდეები - წარმოადგენენ ZIF ბუდეებს (ბუდეები ჩასმის ნულოვანი ძალისხმევით). სანამ ვეცდებით პროცესორის დაყენებას, გავეცნოთ როგორ მუშაობს ფიქსატორი.

თერმოინტერფეისი გვეხმარება პროცესორის გაგრილების მხარდაჭერაში. სურათზე ნაჩვენებია პროცესორზე დატანებული თერმოინტერფეისი.

3


ადრე  გამოყენებული პროცესორის დაყენებისას, გაასუფთავეთ ის და რადიატორის ძირი იზოპროპილის სპირტით. ეს დაგვეხმარება გავწმინდოთ ძველი თერმოინტერფეისის ნარჩენები. შემდეგ შესაძლებელია ზედაპირზე თერმოინტერფეისის ახალი ფენის წასმა. ამ დროს იხელმძღვანელეთ მწარმოებლის რეკომენდაციებით.

4 5

სურათზე გამოსახულია ვენტილიატორი/რადიატორის კვანძი, რომელიც წარმოადგენს 2 კომპონენტიან მოწყობილობას. რადიატორს გამოაქვს სითბო პროცესორიდან, ხოლო ვენტილიატორი განარიდებს თბილ ჰაერს რადიატორს. ამ კვანძს როგორც წესი, გააჩნია 3-კონტაქტიანი კვების გასართი.

ვენტილიატორი/რადიატორის კვანძის დაყენებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი ინსტრუქციებით:

  1. განალაგეთ ცენტრალური პროცესორი იმგვარად, რომ შეერთების ინდიკატორი 1 ემთხვეოდეს პროცესორის ბუდის კონტაქტ 1-ს. ეს მოგვცემს საშუალებას სწორად შევუსაბამოთ პროცესორისა და ბუდის გასაღებები.
  2. ფრთხილად ჩასვით პროცესორი ბუდეში
  3. დახურეთ პროცესორის დამჭერი თავსახური (თუ ასეთი აქვს) და ჩაამაგრეთ ის მაფიქსირებელი რიჩაგის მეშვეობით.
  4. წაუსვით პროცესორს მცირე დოზით თერმოინტერფეისი და თანაბრად განათავსეთ მის ზედაპირზე. იხელმძღვანელეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული ექსპლუატაციის ინსტრუქციებით.
  5. შეუთავსეთ ვენტილიატორი/რადიატორის კვანძის საყრდენები დედაპლატის ჭრილებს
  6. ჩასვით ვენტილიატორი/რადიატორის კვანძი პროცესორის ბუდეში. იმოქმედეთ ფრთხილად,  არ გამოსდოთ პროცესორის ვენტილიატორის კაბელს.
  7. კვანძის საიმედოდ დამაგრებისთვის დააფიქსირეთ ვენტილიატორი/რადიატორის კვანძის ფიქსტარორები.
  8. ჩასვით ვენტილიატორი/რადიატორის კვანძის კვების კაბელი დედაპლატის შესაბამის გასართზე

3.3.2 ოპერატიული დამმახსოვრებელი მოწყობილობის დაყენება

6

ცენტრალური პროცესორისა და  ვენტილიატორი/რადიატორის კვანძის მსგავსად ოპერატიული მეხსიერების შესაბამისი მოდულის ჩადგმა დედაპლატაზე შესაძლებელია, მანამ სანამ ის დამაგრდება კომპიუტერის კორპუსზე. დაყენების წინ გაეცანით დედაპლატის შესაბამის დოკუმენტაციას ან მწარმოებლის ვებ-გვერდს მოიძიეთ ინფორმაცია ოპერატიული მეხსიერების მოდულის დედაპლატასთან თავსებადობის შესახებ.

ოპერატიული მეხსიერება წარმოადგენს პროცესორის მონაცემების დროებით შესანახ ადგილს კომპიუტერის მუშაობის დროს. ის ენერგოდამოკიდებული მეხსიერებაა. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერის კვების გათიშვისას მისი შემცველობა იკარგება. როგორც წესი რაც უფრო მეტის ოპერატიული მეხსიერების ზომა, მით უფრო კარგია კომპიუტერის სწრაფქმედება.

ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემის დაყენებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი ინსტრუქციიით:

  1. შეუსაბამეთ ოპერატიული მეხსიერების მოდულის კონტაქტები ბუდის ჭრილებს და დააჭირეთ მას მანამ არ გაიგებთ გვერდითა ჩამკეტების წკაპუნს.
  2. დარწმუნდით, რომ გვერდითა ჩამკეტებით მოხდა ოპერატიული მეხსიერების მოდულის ბლოკირება.

გაიმეორეთ ეს ქმედებები სხვა მოდულებისთვის.

3.3.3 დედაპლატის დაყენება

უკვე შესაძლებელია დედაპლატის დაყენება კომპიუტერის კორპუსში. დედაპლატის დამაგრებისათვის იყენებენ მეტალის საბჯენებს, რომლებიც ხელს უშლიან მის შეხებას კორპუსის მეტალის ნაწილებთან. საჭიროა მხოლოდ იმ საბჯენების დაყენება, რომლებიც ემთხვევა დედაპლატის ჭრილებს. დამატებითი საბჯენების დაყენებამ შესაძლოა ხელი შეგვიშალოს კომპიუტერის კორპუსში დედაპლატის სწორ განლაგებაში.

დედაპლატის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  • დააყენეთ  საბჯენები  კომპიუტერის კორპუსში
  • შეუთავსეთ დედაპლატის უკანა მხარეს არსებული შეტანა-გამოტანის გასართები კორპუსის უკანა პანელზე არსებულ ჭრილებს.
  • შეუთავსეთ ჭანჭიკების ჭრილები დედაპლატის საბჯენებ
  • ჩასვით დედაპლატის ყველა ჭანჭიკი
  • დაამაგრეთ დედაპლატის ჭანჭიკები.

3.4 შიდა დისკების დაყენება

7

დისკური დამგროვებლები, რომლებიც თავსდება კორპუსის შიდა ნაკვეთურებში იწოდება შიდა დისკებად. შიდა დისკის მაგალითს წარმოადგენს  მყარი დისკი.

მყარი დისკის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  • განალაგეთ მყარი დისკი იმგვარად, რომ განთავსდეს დისკწამყვანის 3,,5 დიუმიან ნაკვეთურში
  • ჩასვით მყარი დისკი იმგვარად, რომ ჭანჭიკების ჭრილები დისკზე ემთხვეოდეს კორპუსის შესაბამის ნახვრეტებს
  • მიამაგრეთ მყარი დისკი კორპუსზე შესაბამისი ჭანჭიკებით

  1. დისკების დაყენება გარე ნაკვეთურებში

ისეთი დისკწამყვანები, როგორიცაა ოპტიკური დისკწამყვანი და დისკწამყვანი რბილი დისკებისთვის, მონტაჟდება დისკწამყვანების ნაკვეთურებში, რომელთანაც წვდომა შესაძლებელია კორპუსის წინა პანელიდან.  ოპტიკური დისკწამყვანი და დისკწამყვანი რბილი დისკებისთვის ინახავენ მონაცემებს გადასატან ინფორმაციის მატარებლებზე. დისკწამყვანები გარე ნაკვეთურებზე იძლევა საშუალებას გვქონდეს წვდომა ინფორმაციის მატარებელ ერთეულებთან კორპუსის გაუხსნელად.

ამ განყოფილების დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ შეასრულოთ შემდეგი ამოცანები:

  • ოპტიკური დისკწამყვანის დაყენება
  • რბილი დიკებისთვის განკუთვნილი დისკწამყვანის დაყენება

3.5.1 ოპტიკური დისკწამყვანების დაყენება

8

ოპტიკური დისკწამყვანი - დამმახსოვრებელი მოწყობილობაა, რომელიც კითხულობს და იწერს ინფორმაციას კომპაქტ დისკებზე (CD და DVD). კვების გასართი Molex უზრუნველყოფს ოპტიკური დისკწამყვანის ენერგომომარაგებას კვების ბლოკიდან. PATA (ან SATA) კაბელი აკავშირებს ოპტიკურ დისკწამყვანს დედაპლატასთან.

ოპტიკური დისკწამყვანის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. განალაგეთ ოპტიკური დისკწამყვანი იმგვარად, რომ ის მოთავსდეს 5,25 დიუმიან ნაკვეთურში
  2. მოათავსეთ ოპტიკური  დისკწამყვანი ნაკვეთურში იმგვარად, რომ ოპტიკური დისკწამყვანის ჭანჭიკის ნახვრეტები ემთხვეოდეს კორპუსის შესაბამის ნახვრეტებს
  3. დაამაგრეთ ოპტიკური დისკწამყვანი კორპუსზე შესაბამისი ჭანჭიკების მეშვეობით

3.5.2  რბილი დისკებისთვის განკუთვნილი დისკწამყვანის დაყენება

 9

დისკწამყვანი რბილი დისკებისათვის (ფლოპი-დისკწამყვანი, FDD) - დამმახსოვრებელი მოწყობილობაა, რომელიც კითხულობს და იწერს ინფორმაციას დისკეტებზე. კვების გასართი Berg უზრუნველყოფს დისკწამყვანის ენერგომომარაგებას კვების ბლოკიდან. მონაცემთა კაბელი რბილი დისკებისათვისაკავშირებს  დისკწამყვანს დედაპლატასთან.

დისკწამყვანი რბილი დისკებისათვის თავსდება კორპუსის წინა პანელის 3,5 დიუმიან ნაკვეთურში.

დისკწამყვანის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. განალაგეთ დისკწამყვანი იმგვარად, რომ ის მოთავსდეს 3,5 დიუმიან ნაკვეთურში
  2. მოათავსეთ დისკწამყვანი ნაკვეთურში იმგვარად, რომ დისკწამყვანის ჭანჭიკის ნახვრეტები ემთხვეოდეს კორპუსის შესაბამის ნახვრეტებს
  3. დაამაგრეთ დისკწამყვანი კორპუსზე შესაბამისი ჭანჭიკების მეშვეობით

ადაპტერული პლატების დაყენება

 10

კომპიუტერის ფუნქციონალური შესაძლებლობების გაზრდისათვის მონტაჟდება ადაპტერული პლატები. ადაპტერული პლატები თავსებადი უნდა იყოს გაფართოების სლოტებთან. ამ განყოფილებაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა სამი ტიპის ადაპტერულ პლატას.

  1. ქსელური ინტერფეისის პლატა PCIe x1 NIC
  2. უკაბელო ქსელური ინტერფეისის  პლატა  PCIWireless NIC
  3. ვიდეოადაპტერის პლატა PCIe x16

ამ განყოფილების დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ შეასრულოთ შემდეგი ამოცანები:

  • ქსელური ინტერფეისის პლატის დაყენება
  • უკაბელო ქსელური ინტერფეისის  პლატის დაყენება
  • ვიდეოადაპტერის დაყენება

3.6.1 ქსელური ინტერფეისის პლატის დაყენება

11


ქსელური ინტერფეისის პლატა იძლევა კომპიუტერის ქსელში ჩართვის საშუალებას. ქსელური ინტერფეისის პლატებისათვის გამოიყენება დედაპლატის  PCI და PCIe  გასართები.

ქსელური ინტერფეისის პლატის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. შეუსაბამეთ ქსელური ინტერფეისის პლატა დედაპლატის შესაბამის გაფართოების სლოტს
  2. ფრთხილად უბიძგეთ ქსელის ადაპტერულ პლატას, მანამ სანამ ის სრულად არ ჩაჯდება სლოტში
  3. მიამაგრეთ ქსელური ადაპტერული პლატის კრონშტეინი კორპუსს შესაბამისი ჭანჭიკით

3.6.2 უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატის დაყენება

 12

უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატა იძლევა კომპიუტერის უკაბელო ქსელში ჩართვის საშუალებას. უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატებისათვის გამოიყენება დედაპლატის  PCI და PCIe  გასართები. ზოგიერთი უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატა უერთდება დედაპლატას USB პორტის მეშვეობით.

უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. შეუსაბამეთ უკაბელო ქსელური ინტერფეისის პლატა დედაპლატის შესაბამის გაფართოების სლოტს
  2. ფრთხილად უბიძგეთ უკაბელო ქსელის ადაპტერულ პლატას, მანამ სანამ ის სრულად არ ჩაჯდება სლოტში
  3. მიამაგრეთ უკაბელო ქსელური ადაპტერული პლატის კრონშტეინი კორპუსს შესაბამისი ჭანჭიკით

3.6.3 ვიდეოადაპტერის პლატის დაყენება

13

ვიდეოადაპტერის პლატა წარმოადგენს მონაცემთა გამოსახვისთვის განკუთვნილ ინტერფეისს კომპიუტერსა და მონიტორს შორის. მოდერნიზებული ვიდეოადაპტერის პლატა უზრუნველყოფს საუკეთესო გრაფიკულ შესაძლებლობებს, სათამაშო და გრაფიკული პროგრამების გამოყენებისას. ვიდეოადაპტერის პლატებისათვის გამოიყენება დედაპლატის PCI (უკვე მოძველებულია), AGP და PCIe გასართები.

ვიდეოადაპტერის პლატის დაყენებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. შეუსაბამეთ ვიდეოადაპტერის პლატა დედაპლატის შესაბამის გაფართოების სლოტს
  2. ფრთხილად უბიძგეთ ვიდეოადაპტერის პლატას, მანამ სანამ ის სრულად არ ჩაჯდება სლოტში
  3. მიამაგრეთ ვიდეოადაპტერის პლატის კრონშტეინი კორპუსს შესაბამისი ჭანჭიკით

3.7. ყველა შიდა კაბელის მიერთება

კვების კაბელები გამოიყენება, კვების ბლოკიდან მომავალი ელექტროდენის გადასანაწილებლად დედაპლატასა და სხვა კომპონენტებზე. მონაცემთა გადაცემის კაბელებით ხდება ინფორმაციის გადაცემა დედაპლატასა და დამმახსოვრებელ მოწყობილობებს შორის, როგორიცაა მაგალითად მყარი დისკი. დამატებითი კაბელები აერთებენ კონპიუტერის კორპუსის წინა პანელზე განთავსებულ ღილაკებსა და ინდიკატორებს.

ამ განყოფილების დამთავრების შემდეგ თქვენ შეძლებთ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:

  • კვების კაბელების შეერთება
  • მონაცემთა გადაცემის კაბელების შეერთება

        კვების კაბელების მიერთება

დედაპლატის კვების კაბელების შეერთება

სხვა კომპონენტების მსგავსად, დედაპლატას მუშაობისთვის სჭირდება კვება. ATX -ის კვების მთავარ გასართს გააჩნია ან 20 ან 24 კონტაქტი. კვების ბლოკს ასევე შეიძლება ჰქონდეს 4 ან 6 კონტაქტიანი დამატებითი კვების გასართი (AUX) დედაპლატასთან დასაკავშირებლად. 20 კონტაქტიანი გასართი იმუშავებს დედაპლატის 24 კონტაქტიან ბუდეშიც.

დედაპლატის კაბელის მიერთებისათვის შევასრულოთ შემდეგი ქმედებები:

  1. მოათავსეთ 20 კონტაქტიანი ATX - გასართი დედაპლატის შესაბამის ბუდეს.
  2. ფრთხილად აჭირეთ გასართზე, მანამ სანამ არ დაიწაკაპუნებს მომჭერები
  3. მოათავსეთ 4-კონტაქტიანი კვების დამატებითი გასართი  დედაპლატის შესაბამის ბუდეს.
  4. ფრთხილად აჭირეთ გასართზე, მანამ სანამ არ დაიწაკაპუნებს მომჭერები

SATA კვების გასართები

SATA კვების ინტერფეისში გამოიყენება 15-კონტაქტიანი გასართი. SATA კვების გასართები გამოიყენება მყარი დისკების, ოპტიკური დისკწამყვანების და იმ სხვა მოწყობილობების ჩართვისათვის რომელთაც გააჩნიათ გააჩნიათ SATA კვების ბუდე.

Molex კვების გასართები

მყარი დისკებისა და ოპტიკური დისკწამყვანებისათვის, რომელთაც არ გააჩნია SATA კვების ბუდე, გამოიყენება MOLEX კვების გასართი.

ყურადღება. არ გამოიყენოთ MOLEX და SATA კვების გასართები ერთდროულად ერთ და იმავე დისკზე.

Berg კვების გასართები

4-კონტაქტიანი Berg კვების გასართი აწვდის კვებას რბილი დისკის დისკწამკითხველებს.

კვების გასართის მიერთებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. შეაერთეთ SATA კვების გასართი მყარ დისკს
  2. შეაერთეთ MOLEX კვების გასართი ოპტიკურ დისკწამყვანს
  3. შეაერთეთ  4-კონტაქტიანი Bergკვების გასართი რბილი დისკის დისკწამკითხველს.
  4. შეაერთეთ 3-კონტაქტიანი ვენტილიატორის კვების გასართი დედაპლატის შესაბამის ბუდეში.
  5. შეაერთეთ კორპუსის დამატებითი კაბელები  შესაბამის გასართებთან

        მონაცემთა გადაცემის კაბელების მიერთება

დისკწამყვანები დედაპლატას უკავშირდებიან მონაცემთა გადაცემის კაბელების მეშვეობით. გამოყენებული კაბელის ტიპი დამოკიდებულია შესაერთებელი დისკწამყვანის ტიპზე. საინფორმაციო კაბელები გვხვდება РАТА, SATA  ტიპის და  ასევე რბილი დისკების დისკწამყვანის შესაბამისი კაბელი.

კაბელი  PATA

PATA კაბელს ხშირად უწოდებენ ლენტურ კაბელს, ვინაიდან ის ფართოა და ბრტყელი.  PATA კაბელი შეიძლება შედგებოდეს ან 40 ან 80 მავთულისგან. მას როგორც წესი გააჩნია სამი 40-კონტაქტიანი გასართი. ერთი გასართი როგორც წესი, გამოიყენება დედაპლატაასთან შესაერთებლად, დანარჩენი ორი დისკწამყვანების მისაერთებლად. თუ სისტემაში დამონტაჟებულია რამოდენიმე მყარი დისკი, მაშინ ძირითადი დისკი ერთდება კიდურა გასართთან , ხოლო ამყოლი დისკი შუა გასართზე.

ზოლი კაბელზე წარმოაჩენს კონტაქტ 1-ს. შეაერთეთ PATA კაბელი დისკწამყვანზე იმგვარად, რომ  კაბელზე კონტაქტ 1-ის ინდიკატორი ემთხვეოდეს დისკწამყვანის გასართის კონტაქტ 1-ს.  დისკწამყვანის გასართის კონტაქტ 1-ი როგორც წესი მდებარეობს დისკწამყვანის კვების გასართთან ყველაზე ახლოს. უმრავლესობა დედაპლატებზე გვხვდება ორი PATA კონტროლერი, რაც გვაძლევს მაქსიმუმ 4 PATA დისკწამყვანის გამოყენების შესაძლებლობას.

კაბელი SATA

SATA კაბელს გააჩნია 7-კონტაქტიანი გასართი. ერთი ბოლოთი კაბელი უკავშირდება დედაპლატას, მეორე ბოლო ერთდება ნებისმიერ დისკწამყვანს, რომელსაც აქვს  SATA გასართი.

რბილი დისკის დისკწამყვანების კაბელი

რბილი დისკის დისკწამყვანების კაბელს გააჩნია 34-კონტაქტიანი გასართი. PATA კაბელის მსგავსად, აქაც გვხვდება ზოლი, რომელიც მიანიშნებს კონტაქტ 1-ის მდებარეობას. კაბელს როგორც წესი გააჩნია სამი  34-კონტაქტიანი გასართი. ერთი გასართი როგორც წესი, გამოიყენება დედაპლატაასთან შესაერთებლად, დანარჩენი ორი დისკწამყვანების მისაერთებლად.  თუ სისტემაში დამონტაჟებულია რამოდენიმე რბილი- დისკწამყვანი, მაშინ A: დისკი ერთდება კიდურა გასართთან, ხოლო B: დისკი შუა გასართზე.

შეაერთეთ კაბელი დისკწამყვანზე იმგვარად, რომ  კაბელზე კონტაქტ 1-ის ინდიკატორი ემთხვეოდეს დისკწამყვანის გასართის კონტაქტ 1-ს. უმრავლესობა დედაპლატებზე გვხვდება ერთი კონტროლერი რბილი დისკწამყვანებისათვის, რაც გვაძლევს მაქსიმუმ 2 ასეთი დისკწამყვანის გამოყენების შესაძლებლობას.

შენიშვნა: თუ კაბელზე კონტაქტ 1-ის ინდიკატორი არ ემთხვევა დისკწამყვანის გასართის კონტაქტ 1-ს, მაშინ ეს დისკი არ ფუნქციონირებს. ამგვარი შეუთავსებლობა არ აზიანებს დისკწამყვანს, მაგრამ დისკწამყვანის აქტიურობის ინდიკატორი იქნება მუდმივად ანთებული. ამ პრობლემის აღმოფხვრისათვის გამორთეთ კომპიუტერი და შეაერთეთ მონაცემთა კაბელი იმგვარად, რომ კონტაქტ 1-ი გასართზე და კაბელზე ემთხვეოდეს ერთმანეთს. ხელახლა ჩართეთ კომპიუტერი.

მონაცემთა კაბელების შეერთებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  1. PATA კაბელის ბოლო, რომელიც განკუთვნილია დედაპლატასთან შესაერთებლად, ჩასვით დედაპლატის ბუდეში.
  2. PATA კაბელის კიდურა ბოლო გასართი ჩასვით ოპტიკურ დისკწამყვანში
  3. SATA კაბელის ერთი ბოლო ჩასვით დედაპლატის ბუდეში
  4. SATA კაბელის მეორე ბოლო მიუერთეთ მყარ დისკს
  5. რბილი დისკწამყვანის კაბელის ბოლო ჩასვით დედაპლატის ბუდეში
  6. კაბელის კიდურა ბოლო გასართი მიუერთეთ დისკწამყვანს დისკეტებისთვის.

        გვერდითა პანელების დაყენება და კომპიუტერისთვის გარე კაბელების მიერთება

მას შემდეგ რაც ყველა შიდა კომპონენტი იქნება დამონტაჟებული და მიერთებული დედაპლატასთან და კვების ბლოკთან, შეიძლება თავის ადგილას დავამაგროთ კორპუსის გვერდითა პანელები. შემდგომ ვაერთებთ პერიფერიული მოწყობილობების კაბელებს და კვების კაბელს.

ამ განყოფილების დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:

  • კორპუსის გვერდითა პანელების დაყენება
  • გარე კაბელების კომპიუტერთან მიერთება

3.8.1 გვერდითა პანელების დაყენება

უმრავლესობა კომპიუტერულ კორპუსებში გვხვდება ორი პანელი, თითოეული სხვადასხვა მხარეს. ზოგიერთ კომპიუტერულ კორპუსებში გვხვდება სამხრივი სახურავი, რომელიც კორპუსის ჩარჩოში ჯდება.

დავამონტაჟებთ რა სახურავს თავის ადგილზე, დარწმუნდით, რომ ყველა სათანადო ადგილას ის დამაგრებულია ჭანჭიკებით. ზოგიერთ კორპუსებში ჭანჭიკები მაგრდება სახრახნისის მეშვეობით, ზოგიერთში კი ღილაკის ტიპის ჭანჭიკები, რომელთა მოჭერა ხელით შეიძლება.

თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ როგორ მოვხსნათ ან შევცვალოთ კომპიუტერის კორპუსი, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით დოკუმენტაციას ან მწარმოებლის ვებ-გვერდს.

ყურადღება: ფრთხილად მოეპყარით კორპუსის ელემენტებს. ზოგიერთ სახურავს აქვს ბასრი ან კბილოვანი ნაპირები.

3.8.2 გარე კაბელების მიერთება კომპიუტერზე

კორპუსის პანელების დაყენების შემდგომ, ვაერთებთ კაბელებს კომპიუტერის უკანა ნაწილში. ქვემოთ ჩამოთვლილია ხშირად გამოყენებული კაბელური შეერთებები:

  • მონიტორი
  • კლავიატურა
  • თაგვი
  • USB
  • Ethernet
  • კვება

კაბელების შეერთებისას დარწმუნდით, რომ ისინი დაკავშირებულია კომპიუტერის სათანადო გასართებთან. მაგალიტად, თაგვისა (MOUSE) და კლავიატურისათვის გამოიყენება ერთი და იმავე ტიპის PS/2 გასართი.

ყურადღება: კაბელების შეერთებისას ნურასოდეს ნუ დაატანთ ძალას.

შენიშვნა: სასურველია კვების კაბელი შევაერთოთ ყველა სხვა კაბელის მიერთების შემდგომ

გარე კაბელების შეერთებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციებით:

  • შეაერთეთ მონიტორის კაბელი ვიდეოპორტთან
  • დაამაგრეთ კაბელი გასართზე ჭანჭიკების მოჭერით
  • შეაერთეთ კლავიატურის კაბელი კლავიატურის PS/2 პორტზე
  • შეაერთეთ თაგვის კაბელი შესაბამის PS/2 პორტს
  • შეაერთეთ USB კაბელები შესაბამის USB პორტებს
  • შეაერთეთ ქსელის კაბელი ქსელის პორტს
  • შეართეთ უკაბელო ანტენა შესაბამის გასართს
  • შეაერთეთ კვების კაბელი კვების წყაროს


სურათზე ნაჩვენებია კომპიუტერის უკანა პანელზე მიერთებული  გარე კაბელები

 14

        კომპიუტერის პირველადი ჩატვირთვა

კომპიუტერის პირველადი ჩატვირთვისას შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემა (BIOS) ახდენს შიდა კომპონენტების შემოწმებას. ეს შემოწმება იწოდება თვითტესტირებად ჩართვისას (POST).

ამ განყოფილების დამთავრების შემდეგ თქვენ გაეცნობით შემდეგ თემებს:

  • ხმოვანი კოდების გაცნობა
  • BIOS-ის პარამეტრების გაცნობა

        ხმოვანი კოდები

შეასრულეთ POST შემოწმება რატა დავრწმუნდეთ, რომ კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფის კომპონენტები ფუნქციონირებენ სათანადო დონეზე. თუ მოწყობილობა ფუნქციონირებს არასწორად გამოჩნდება შეტყობინება შეცდომაზე ან გავიგონებთ ხმოვან სიგნალს, რომელიც შეატყობინებს ტექნიკურ სპეციალისტს პრობლემის არსებობას. როგორც წესი, ერთი ზუმერი მიანიშნებს, რომ კომპიუტერი მუშაობს სწორედ. აპარტურული პრობლემის შემთხვევაში კომპიუტერმა შეიძლება გამოსცეს რამოდენიმე ზუმერი. BIOS-ის თითოეული მწარმოებელი იყენებს სხვადასხვა ხმოვან კოდებს აპარატურული პრობლემების იდენტიფიკაციისათვის. ცხრილში მოცემულია ხმოვანი კოდების მაგალითები. თქვენს კომპიუტერში ხმოვანი კოდები შეიძლება იყოს განსხვავებული. თქვენი კომპიუტერის ხმოვანი კოდების გაცნობისათვის გაეცანით დედაპლატის დოკუმენტაციას.

ხმოვანი კოდი აღწერა მიზეზი
1 სიგნალი (არ არის ვიდეო) შეცდომა მეხსიერების განახლებისას მეხსიერების გაუმართაობა
2 ხმოვანი სიგნალი მეხსიერებასთან მიმართვისას შესაბამისობის-ის კონტროლის შეცდომა მეხსიერების გაუმართაობა
3 ხმოვანი სიგნალი Base 64K მეხსიერების გაუმართაობა მეხსიერების გაუმართაობა
4 ხმოვანი სიგნალი არ მუშაობს ტაიმერი დედაპლატის გაუმართაობა
5 ხმოვანი სიგნალი პროცესორის შეცდომა პროცესორის გაუმართაობა
6 ხმოვანი სიგნალი კლავიატურის კონტროლერის (8042) A20 სამისამართო სტრიქონის შეცდომა ცენტრალური პროცესორის ან დედაპლატის გაუმართაობა
7 ხმოვანი სიგნალი პროცესორის არარსებობა პროცესორის გაუმართაობა
8 ხმოვანი სიგნალი ვიდეომეხსიერების შეცდომა მეხსიერების ან ვიდეოადაპტერის გაუმართაობა
9 ხმოვანი სიგნალი ROM მეხსიერების შეცდომა BIOS-ის გაუმართაობა
10 ხმოვანი სიგნალი CMOS შეცდომა დედაპლატის გაუმართაობა
11 ხმოვანი სიგნალი ქეშ-მეხსიერების გაუმართაობა ცენტრალური პროცესორის ან დედაპლატის გაუმართაობა

        BIOS-ის პარამეტრების აღწერა

BIOS-ი შეიცავს პროგრამას, რომელიც გამოიყენება აპარატურული მოწყობილობების პარამეტრების დაყენებისათვის. შესაბამისი კონფიგურაციები ინახება სპეციალურ მეხსიერებისმიკროსქემაში, რომელიც იწოდება CMOS (დამატებითი მეტალო-ოქსიდური ნახევარგამტარი). CMOS-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი ბატარეა(აკუმულატორი) კომპიუტერში. თუ ის გამოვიდა მწყობრიდან, BIOS-ის პარამეტრების მონაცემები დაიკარგება. თუ ეს მოხდა, შეცვალეთ ბატარეა და ხელახლა შეირჩიეთ პარამეტრები.

BIOS-ის პარამეტრების პროგრამაში შესასვლელად POST შემოწმების დროს აუცილებელია შესაბამის ან კლავიშთა კომბინაციაზე დაჭერა. უმრავლეს კომპიუტერებში გამოიყენება კლავიშა DEL. თქვენს კომპიუტერში შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა კლავიში ან კლავიშთა სხვა კომბინაცია.

სურათზე ნაჩვენებია BIOS-ის პარამეტრების შესაბამისი პროგრამის (SETUP) სახე.  ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ხშირად გამოყენებული პარამეტრების მენიუ:

  • Main- სისტემური  საათი, თარიღი, მყარი დისკის ტიპი და ა.შ
  • Advanced - ინფრაწითელი პორტის პარამეტრები, პარალელური პორტის პარამეტრები და ა.შ.
  • Security - უტილიტების დაყენებისთვის პაროლის პარამეტრები
  • Others - შეტყობინება აკუმულიატორის განმუხტვაზე, სისტემური ზუმერი და ა.შ.


Boot - კომპიუტერის ჩატვირთვის თანმიმდევრობა

  • ExitSETUP-დან გამოსვლა

3.10. რეზიუმე

ამ თავში აღწერილია კომპიუტერის აწყობის ეტაპები და სისტემის პირველადი ჩატვირთვის პროცესი. აუცილებელია დავიმახსოვროთ შემდეგი საგულისხმო მომენტები:

  • კომპიუტერის კორპუსი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომებისა და კონფიგურაციის.  კომპიუტერის კომპონენტები უნდა შეესაბამებოდეს კორპუსის ფორმ-ფაქტორს
  • ცენტრალური პროცესორი დედაპლატაზე მონტაჟდება რადიატორი/ვენტილიატორის კვანძთან ერთად
  • ოპერატიული მეხსიერების მოდული მონტაჟდება დედაპლატის შესაბამის სლოტებში
  • ადაპტერული პლატები დედაპლატაზე მონტაჟდება PCI და PCIe (AGP) გაფართოების სლოტებზე
  • მყარი დისკები მონტაჟდება კორპუსის შიგნით განლაგებულ 3,5 დიუმიან ნაკვეთურებში
  • ოპტიკური დისკწამყვანები მონტაჟდება 5,25 დიუმიან ნაკვეთურებში, რომელთანაც წვდომა შესაძლებელია კორპუსის გარედან
  • რბილი დისკების დისკწამყვანები მონტაჟდება 3,5 დიუმიან ნაკვეთურში, რომელთანაც წვდომა შესაძლებელია კორპუსის გარედან
  • კვების ბლოკის კაბელებს უერთებენ დედაპლატას და თითოეულ დისკწამყვანს.
  • მონაცემთა გადაცემის შიდა კაბელებით ხორციელდება მონაცემების გაცვლა ყველა დისკთან
  • გარე კაბელები გამოიყენება კომპიუტერთან პერიფერიული მოწყობილობების დასაკავშირებლად.
  • ხმოვანი კოდები მიუთითებენ ხარვეზებზე აპარატურული უზრუნველყოფის მუშაობაში
  • BIOS-ის პარამეტრების პროგრამა SETUP, გამოიყენება კომპიუტერის კომპონენტების მახასიათებლების საჩვენებლად და იძლევა საშუალებას შევცვალოთ სისტემის პარამეტრები

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.