JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

chipset enჩიპსეტი

ეს არის ჩიპსეტების კრებული ან მიკროსქემა, რომელიც ასახავს პროცესორისთვის ინტერფეისს და პერიფერიულ ფუნქციებს.

ეს ჩიპების კრებული, როგორც წესი არის მიკროსქემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერფეისს მეხსიერების გაფართოების სლოტების და ინტეგრირებულ პერიფერიას შორის , კარნახობს დედაპლატას თუ როგორ ”ესაუბროს” პერიფერიულ აპარატულ ნაწილს.

Picture1

მწარმოებელი ანიჭებს ჩიპსეტს სახელს და მოდელის ნომერს.

მაგალითად, თუ დედაპლატას გააჩნია VIA KT7 ჩიპსეტი, თქვენ მიხვდებით, რომ მისი მწარმოებელი არის VIA, და დანიშნულია როგორც KT7 მოდელი.

ეს ასევე ნიშნავს იმას რომ, კერძოთ ამ ჩიპსეტს აქვს დამახასიათებელი თვისებები ( მაგ. გარკვეული ტიპის/ბრენდის ინტეგრირებული ვიდეო , აუდიო თვისებების მქონე კარტა და ა.შ.).

Picture2

ჩიპსეტში შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ინტეგრირებული მიკროსქემის ჩიპები.
ინტელის დედაპლატებზე ჩვეულებრივ არის ორი ჩიპი, როდესაც SiS -ის დედაპლატაზე მხოლოდ ერთი. შეამოწმეთ მწარმოებლის დოკუმენტაცია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თუ რამდენი ჩიპია ჩიპსეტში.

ჩიპსეტის ფუნქციები შეიძლება იყოს დაყოფილი ორ ძირითად ფუნქციონალურ ჯგუფად.

ესენი არის ჩრდილოეთი (Northbridge) და სამხრეთი (Southbridge) ჩიპისეტი.

Picture3

ჩრდილოეთი ჩიპსეტი (Northbridge)

დედაპლატის ჩრდილოეთი ნაწილის ჩიპსეტი (Northbridge) არის მიკროსქემების ერთობლიობა ან მიკროსქემა, რომელიც მართავს მაღალი სისწრაფის კომუნიკაციას პერიფერიულ მოწყობილობებთან,

იგი პასუხისმგებელია პროცესორის და მეხსიერების კომუნიკაციაზე და AGP და PCIe სლოტების გამოყენებით ინტეგრირებულ ვიდეოზე
ჩრდილოეთი (Northbridge) ჩიპსეტი ასევე მართავს ურთიერთობებს სამხრეთი (Southbridge) ჩიპსეტის და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენეტებს შორის

Picture4

სამხრეთი ჩიპსეტი ( Southbridge)

სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge), პასუხისმგებელია გაუტაროს მხარდაჭერა ინტეგრირებულ პერიფერიას (PS/2, USB, Parallel, IDE და სხვას), მართოს მათი კომუნიკაცია დანარჩენ სხვა კომპონენტებთან და მათთვის დანაწილებული რესურსებთან.
უმეტესი დღევანდელ დედაპლატებს აქვს ინტეგრირებული PS/2, USB, Parallel, Serial ინტერფეისების მხარდაჭერა.
სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) შეიცავს ასევე დამატებითი თვისებების მქონე LAN (ლოკალური ქსელი), აუდიო, ინფრაწითელ და FIREWIRE (IEEE 1394) სტანდარტებს

სამხრეთი ჩიპსეტი (Southbridge) პასუხისმგებელია ასევე მართოს კომუნიკაციები სხვა გაფართოების სლოტებთან , როგორიცაა PCI, USB და მათი მემკვიდრეები

Picture5

152541350494911

დედაპლატაზე მონაცემების მოძრაობას არეგულირებს ე.წ სისტემური ლოგიკის მიკროსქემათა ნაკრები - Chipset

Picture6

არხები უნდა დავყოთ სხვადასხვა კატეგორიებათ. კომპიუტერულ ენაზე მათ უნდა მივანიჭოთ წყვეთა (IRQ)
წყვეტები ენიშნებათ სხვადასხვა არხებს რიცხვითი გამოსახულებით აი ასე: IRQ 1; IRQ 2; ... IRQ 7; IRQ 11 და ა.შ. რაც უფრო დაბალია IRQ ნომერი მით მეტი პრივილეგია აქვს ამ არხს

Picture7

აუცილებლად იგრძნობთ კომპიუტერის არასტაბილურ მუშაობას, თუ ორ სხვადასხვა არხს შემთხვევით ერთი და იგივე IRQ აქვს
ეს მოვლენა ხშირად იჩენს თავს თუ ვხმარობთ ISA არხებს, განსაკუთრებით ამ არხზე თუ გვიყენია ხმის დრაივერი (Sound card), PCI არხებს შეუძლიათ ერთი და იგივე IRQ_თი ამუშაონ სხვადასხვა მოწყობილობები, ეს მათი არქიტექტურიდან გამომდინარეობს, ეს ეხება USB არხსაც.

Picture8

არსებობს ოპერატიულ მეხსიერებაში მოხვედრის 2 გზა, პირველი, როცა მონაცემები გაივლის პროცესორს და იქედან გადადიან RAM_ში და მეორე, როცა მონაცემები პროცესორის გვერდის ავლით გადადიან RAM_ში.

პირველ მოვლენას უწოდებენ მეხსიერებასთან არაპირდაპირი წვდომის რეჟიმს PIO

ხოლო მეორეს პირდაპირი წვდომის რეჟიმს DMA.

დედაპლატაზე გვაქვს DMA არხები და სხვადასხვა მოწყობილობას აქვს მითითებული, თუ რომელი არხი გამოიყენოს სამუშაოდ, DMA 1, DMA 2, DMA 3 ა.შ. ასეთი არხი შეიძლება იყოს 7 და ერთი არხი შეიძლება სხვადასხვა მოწყობილობამ გამოიყენოს.

ოპერაციულ სისტემას წინასწარ დარეზერვებული აქვს IRQ წყვეტები ზოგიერთი არხისათვის. მაგალითად, PS/ 2 კლავიატურის არხს ენიჭება IRQ 1, COM პორტებს IRQ 3 და IRQ 4, IDE არხებისთვის IRQ 14 და IRQ 15, თუმცა ეს დოგმა არ არის.

Picture9

ზემოთ ვთქვით, რომ ორი სხვადასხვა მოწყობილობისთვის ერთი და იგივე IRQ_ს დანიშვნისას ხდება კომფლიქტი მათ შორის, ანუ მოქმესდებს პრონციპი, არა, მე გამატარე, არა ჩემი ჯობია, რაც სისტემის არასტაბილურ მუშაობით გამოიხატება.

შევამოწმოთ IRQ თუ ვათყობთ:
         1. მოწყობილობა ითიშება;
         2. კომპიუტერი ხშირად ითიშება;
         3. ხმა მახინჯდება;
         4. მაუსი უაზროდ დარბის;
         5. პრინტერი უაზროდ ბეჭდავს;
         6. ჩართვისას კპმპიუტერი განსაკუთრებულ რეჟიმს ითხოვს;
არსებობს გარკვეული რეკომენდაციები ამ კომფლიქტის თავიდან ასაცილებლად:
შიგა მოწყობილობები ჩავაყენოთ თანმიმდევრობით და ყოველ ჯერზე გადავტვირთოთ კომპიუტერი.
         I – ხმის კარტა
         II – ქსელის კარტა

IRQ და DMA პარამეტრებს კომპიუტერულ ენაზე სისტემური რესუსრსები ეწოდება და როდესაც ამ ტერმინს ვხმარობთ, ვგულისხმობთ არხების წყვეტებს და პირდაპირი წვდომის არხებს

Picture10

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.