ამიერიდან ლათინურ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ, არაბულ და სხვა კლავიატურებს ქართულიც შეემატა. „ჰარით“ სარგებლობა და ინტერნეტის გაქართულებაში საკუთარი წვლილის შეტანა სულ მალე იქნება შესაძლებელი.
მუდამ განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში ქართული ენის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ისაუბრეთ, წერეთ და ახლა უკვე ბეჭდეთ ქართულად!
ქართველმა სტარტაპერებმა პირველი ქართული კლავიატურა "ჰარი" (Hary) შექმნეს, რომელიც უკვე გაყიდვაშია. კლავიატურის შექმნელები მსახიობი გიორგი შავრვაშიძე და არქიტექტორი სანდრო ანდღულაძე არიან.
როგორც სტარტაპერებმა "დღის იმედის" ეთერში თქვეს, ამ ეტაპზე კლავიატურის ყიდვა მომხმარებელს ონლაინ შეუძლია, თუმცა მოლაპარაკებები ადგილობრივ კომპანიებთანაც მიდის, რათა მათ დახლებზეც გამოჩნდეს ქართული კლავიატურა.
შემქმნელები ამბობენ, რომ კლავიატურის გამოყენება ადვილი და მარტივია, რადგან მომხმარებელს არ უწევს მაგალითად "ჭ", "ჟ" ან "შ" ასოების ასაკრეფად shift კომბინაციის გამოყენება, ყველა ქართული ასო კლავიატურაზე უკვე დატანილია.