JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

AG Pro InsUbiquiti AirMax პროდუქტის ოჯახს ცოტა ხნის წინ დაემატა ახალი მოწყობილობა - AirGateway Installer. მისი მთავარი დანიშნულებაა - ემსახუროს როგორც ინსტრუმენტი კონფიგურაციისას Ubiquiti სხვა მოწყობილობების პროდუქტების ხაზს AirMax და AirMax AC. ამ მოწყობილობების კონფიგურაციისათვის ადრე საჭირო იყო კომპიუტერი Ethernet კაბელის მიერთების საშუალებით. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობთ "ველზე" ამგვარი კომპიუტერი (ლეპტოპი) გამოყენება რთულია. ბევრად უფრო ადვილია გამოიყენოთ კომპაქტური მობილური მოწყობილობა ტაბლეტის ან სმარტფონის ტიპის. AirGateway Installer საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ასეთი მობილური მოწყობილობები, როგორიცაა ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტი დაკონფიგურირებისათვის.

1. კომპლექტაცია და მოწყობილობის შესაძლებლობები.

AirGateway Installer არის უბრალო მუყაოს ყუთში. კომპლექტი მოიცავს მხოლოდ მოწყობილობას და სწრაფი გაშვების მეგზურს.

სურათი 1. შეფუთვა AirGateway Installer.

მოწყობილობის გარე ხედი მსგავსია სხვა მოწყობილობებისა AirGateway ოჯახი, მაგრამ არსებობს გარკვეული განსხვავებები. პირველ რიგში, კორპუსს აქვს კომფორტული რეზინის საფარი (დაყვანილია მინიმუმამდე საფრთხე დააზიანოთ მოწყობილობა მუშაობის დროს). მეორეც, არ არსებობს შესაკრავი დამაგრებისათვის PoE კვების ბლოკთან.

AG-PRO-INS უკანა მხარეს აქვს ორი ღილაკი « Reset » . ერთი არის AirGateway-ს გადასატვირთად, მეორე - მართვადი AirMax მოწყობილობები გადასატვირთად და ქარხნული პარამეტრების აღსადგენად.

სურათი 2. AirGateway Installer-ს გარე ხედი და « Reset » ღილაკები.

Ethernet კონექტორები ტრადიციულია ყველა AirGateway მოწყობილობებისათვის და მოიცავს PoE-In, PoE-Out პორტებს (მართვადი AirMax მოწყობილობის მისაერთებლად) და LAN.

სურათი 3. AirGateway Installer-ს პორტები.

სურათი 4. პორტები AirGateway Installer (გაგრძელება).

AG-PRO-INS განსაკუთრებულობა არის რომ აქვს USB პორტი AirGateway-ს ელ-კვებისათვის, და ასევე მართვადი მოწყობილობისათვის. ამისათვის, დაკავშირებული კვების ბლოკი ან ბატარეა უნდა იძლეოდეს დენს როგორც მინიმუმ 5 ვოლტი 2 მპერი.

სურათი 5. AirGateway Installer ელ-კვება და მართვადი მოწყობილობა ბატარეიდან.

2. AirGateway Installer-ს გამოყენება AirMax მოწყობილობების კონფიგურირებისათის.

მოწყობილობა AG-PRO-INS მზადაა გამოსაყენებლად პრაქტიკულად თავიდანვე. კვების წყაროზე მიერთების შემდეგ, AirGateway Installer მართვის ინტერფეისი ხელმისაწვდომია ნებისმიერ ბრაუზერში, შემდეგ მისამართზე 192.168.1.1. როდესაც თქვენ პირველად დააკავშირებთ მოწყობილობას შემოგთავაზებთ სტანდარტული AirMax-თვის ფანჯარას შესაძლებლობით სახელისა და პაროლის შეყვანით სტანდარტულად, ubnt / ubnt) და ქვეყნის არჩევანით. ინფორმაციის შეყვანის და სალიცენზიო პირობების შეთანხმების შემდეგ ინტერფეისი გაიხსნება.

სურათი 6. ავტორიზაციის საწყისი გვერდი.

თავად ინტერფეისი როგორც "სამონტაჟო ინსტრუმენტი" ძალიან მინიმალისტურია და საშუალებას იძლევა, ფაქტობრივად, მხოლოდ შეცვალოთ პაროლი და firmware განაახლოთ. Firmware განახლება არის სასურველი, რადგან ახალ ვერსიებში აღმოფხვრილია ხარვეზები და შეიძლება იყოს დამატებული ახალი ფუნქციები. რაც AirGateway Installer იყენებს პრაშივკას, იგივე პრაშივკა გამოიყენება AirGateway Pro-ში.

სურათი 7. შემაჯამებელი ინფორმაცია ეკრანზე.

სურათი 8. ახალი პრაშივკა იტვირთება.

AirGateway Installer ქმნის Wi-Fi ქსელს ორ დიაპაზონში: 2.4 და 5 GHz. ქსელს აქვს სახელი (SSID), რომელსაც აქვს სახელი airgateway და მოწყობილობის სერიული ნომერი. უკაბელო ქსელში დაკავშირების შემდეგ, მობილური მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას AirMax მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად, დაკავშირებული PoE-Out პორტში. ბუნებრივია, რომ კონფიგურირება შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივი PC ან ლეპტოპით, დააკავშირებს კაბელით LAN პორტში.

სურათი 9. AirGateway Installer-ის Wi-Fi ქსელში მიერთება.

AirMax მოწყობილობების დალაგებისათვის საკმარისია გადავიდეთ მის « fallback » ზე სტანდარტულ მისამართზე: 192.168.1.20. გაიხსნება AirOS სისტემის სტანდარტული ინტერფეისი.

სურათი 10. მიერთებული AirMax მოწყობილობების მართვა.

3. AirGateway Installer-ის გამოყენება როგორც სტანდარტული AirGateway Pro.

საჭიროების შემთხვევაში, AirGateway Installer შეიძლება გადავიყვანოთ იმავე მუშაობის რეჟიმში რომელსაც იყენებს AirGateway Pro მოწყობილობა. ამ შემთხვევაში, AirGateway Installer შეიძლება დაყენდეს როგორც სტანდარტული AirMax მოწყობილობა და იმოქმედოს, როგორც ჩვეულებრივი როუტერი ან Wi-Fi კლიენტი. ასეთი რეჟიმის ჩასართავად აუცილებელია დანართში «System» დააჭიროთ ღილაკს «Disable» განყოფილებაში «airCRM Business Operations Platform». მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ, მოწყობილობა იმუშავებს, როგორც ჩვეულებრივი AirGateway Pro. AirOS ოპერაციული სისტემის ყველა პარამეტრები ხელმისაწვდომია მართვის ინტერფეისში.

სურათი 11. AirGateway Pro რეჟიმში გადართვა.

სურათი 12: უკაბელო ქსელის პარამეტრების AirGateway Pro მუშაობის რეჟიმში.

სურათი 13. ქსელის პარამეტრები AirGateway Pro მუშაობის რეჟიმში.

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.