JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

Ubiquiti Unifi- ის კონფიგურაცია
Ubiquiti Unifi AP წვდომის წერტილის კონფიგურაცია

ამ სტატიაში, ჩვენ შევხედავთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ Unifi AP წვდომის წერტილის ძირითადი კონფიგურაცია.

1. Unifi- ის წვდომის წერტილის კონფიგურაციის მიზნით, ჩვენ უნდა დავაინსტალიროთ UniFi Controller ჩვენს PC- ზე, სასურველია ჩამოტვირთოთ უახლესი ვერსია ოფიციალური ვებ-გვერდიდან. აი ბმულიც გადმოსატვირთად (UniFi v5.8.28 Controller for Windows).

2. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვტვირთეთ კონტროლერი, გაუშვით ის თქვენს PC- ზე. (ყურადღება!!! UniFi Controller არ მოსწონს Bradmauer და ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა). როგორც კონტროლერი გაეშვება, ვნახავთ შემდეგ ფანჯარას, რომელზეც დავაჭერთ ( launch a Browser to Manage the Network).

3. მას სემდეგ რაც unifi Controller გაიხსნება ბრაუზერში, ის მოგცემთ საშუალებას, რომ სწრაფად გამართოთ თქვენი ქსელი. ჩვენთან უკვე გაეშვა კონტროლერი, ამიტომ გაშვებისას ჩვენ ვხედავთ აი ასეთ ფანჯარას, სადაც შეგვყავს ლოგინი და პაროლი.

 

4. როგორც კი შევიყვანეთ ჩვენი ლოგინი და პაროლი, გადავდივართ Wi-Fi ქსელის გამართვის ეტაპზე. დაწკაპეთ Settings. ფანჯარა რომელიც გამოჩნდება დავწკაპოთ Wireless Networks და Create new wireless network.

5. შემდეგ, ახალ ფანჯარაში შეგვყავს SSID (ჩვენი ქსელის სახელი), შეარჩიეთ კოდირების გასაღები და დააყენეთ თქვენი პაროლი ქსელისთვის. დავწკაპოთ SAVE. და ჩვენ ვხედავთ შექმნილ ქსელს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის (Unifi wi-fi).

6. მომდევნო ნაბიჯი არის კონტროლერში წვდომის წერტილის ადაპტაცია. შევაერთოთ ჩვენი მოწყობილობა PC-ზე და დაველოდოთ სანამ არ შეწყვეტს ციმციმს და აენთება ნარინჯის ფრად. ამის შემდეგ, მოწყობილობა გამოჩნდება განყოფილებაში DEVICES. როდესაც მოწყობილობა ქარხნულ პარამეტრებზეა, ის განისაზღვრება როგორც pending, ჩვენი მოწყობილობა იყო აღებული სხვა კონტროლერიდან ამიტომ მისი სტატუსი არის ( Managed by Other). დავქკაპოთ ჩვენს მოწყობილობას და დავაჭიროთ ADOPT.

7. ADOPT- ის ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაველოდოთ სანამ მოწყობილობა არ გაივლის ადაპტაციის რამდენიმე ეტაპს. ADOPTING---Provisioning---Connected.

 

8. როგორც კი Unifi მიიღებს სტატუსს Connected, შეგვიძლია ჩვენი მოწყობილობა შევაერთოთ როუტერზე. როუტერი მოწყობილობას მიანიჭებს IP მისამართს  და ჩვენ შეგვიძლია მასთან დაკავშირება Wi-Fi-თ და შევამოწმოთ ინტერნეტი.

 

ძირითადი კონფიგურაცია შესრულებულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Ubiquiti Unifi Ap მოწყობილობა.

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.