JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

81266bfc62838a41eaa720647faad24d 200x200

ქსელური მოწყობილობების სახელები და დანიშნულება

პაკეტი განკუთვნილი, ამიტომ შემოსულ პაკეტებს უგზავნის ყველა კომპიუტერს, მიუხედავად იმისა თუ რომელი მათგანისთვის არის იგი განკუთვნილი. შედეგად ქსელში ხდება მოძრაობის, იგივე ტრაფიკის (Trafic) გადატვირთვა. კომპიუტერთა რაოდენობის მიხედვით ჰაბს შეიძლება ჰქონდეს 6, 12 და მეტიც RJ 45 პორტი. თუ ეს შესაერთებლები არ გვყოფნის, შეგვიძლია ორი ჰაბის ერთდროული ჩართვა, რისთვისაც გამოიყენება ასეთივე ტიპის შესაერთებელი Uplink Port. igive UTP  კაბელით ამ პორტებით ვაერთებთ ჰაბებს ერთმანეთთან და ისინი ქსელის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან, ანუ პირველ ჰაბში შემოსული მონაცემთა

პაკეტები მიეწოდება უკლებლივ ყველა კომპიუტერს როგორც პირველ, ასევე მეორე ჰაბში მიერთებულებს. ამ დროს ორ ჰაბს შორის შემაერთებელი კაბელი ძალიან იტვირთება. წარმოვიდგინოთ 12 კომპიუტერი ერთ ჰაბზე და ამდენივე მეორეზე. პირველ ჰაბზე მიერთებულმა რომელიმე კომპიუტერმა რომ გაუგზავნოს პაკეტი ამავე ჰაბზე მიერთებულ სხვა კომპიუტერს, ეს პაკეტი გაეგზავნება მეორე ჰაბზე მიერთებულ 12-ივე კომპიუტერს, თუმცა ეს მონაცემები იქ არავის არ სჭირდება. ჰაბების შემაერთებელი კაბელი საშინლად გადაიტვირთება და თუ იქეთა მხრიდანაც მოედინება მონაცემები, შეიძლება მოძრაობა შეფერხდეს, ამ მოვლენას კოლიზია ჰქვია. ტრაფიკის განტვირთვისათვის გამოიყენება მოწყობილობა ბრიჯი (Bridge),  რომელიც ჰაბებს შორის კაბელზე დგება. იგი შიფრავს პაკეტის თავსართში მითითებულ მისამართებს და მეორე მხარეს ატარებს იმ პაკეტებს, რომელიც იქ შეერთებული კომპიუტერისთვისაა განკუთვნილი. ანუ ბრიჯი ქსელს ყოფს .. ორ საკოლიზიო დომენად და ნაწილობრივ განტვირთავს ტრაფიკს. UTP  კაბელით მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია 100 მტრამდე მანძილზე, უფრო შორს სიგნალები ისე სუსტდება, რომ ჰაბსაც არ შეუძლია

მათი გაძლიერება. ამიტომ შორ მანძილზე კაბელის გაჭიმვის შემთხვევაში, საჭიროა ყოველ 100 მეტრში ჩავაყენოთ ჰაბი, თუმცა 500 მეტრზე შორს ამ კაბელის გამოყენება აღარ შეიძლება, ანუ გზაზე შეგვიძლია ჩავაყენოთ მხოლოდ 4 ჰაბი.

კომუტატორი

ჰაბისაგან განსხვავებით მას შეუძლია პაკეტის თავსართში ამოიკითხოს MMAC მისამართი, თუ რმელ ქსელის კარტას ეკუთვნის იგი და

გაუგზავნის ამ პაკეტს კონკრეტულ კომპიუტერს. ანუ სვიჩი მონაცემებს უგზავნის იმ კომპიუტერებს, რომლებისთვისაც ისინია განკუთვნილი. არსებობს ორი სახის სვიჩი, გამჭოლი და შემნახველი. გამჭოლი სვიჩები ჩვეულებრივ მიიღებენ პაკეტებს და გადაუგზავნიან შესაბამის კომპიუტერებს, ხოლო შემნახველ სვიჩებს აქვთ საკუთარი პროცესორი და მეხსიერების ბუფერი. ისინი აგროვებენ შემოსულ პაკეტებს, ამოწმებენ შეცდომებზე, შემდეგ ისევ ყოფენ და გადასცემენ შესაბამის კომპიუტერებს. თავისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე სვიჩებს უფრო მეტი შესაერთებლები აქვს და ჰაბების მსგავსად მათი ერთმანეთზე მიერთებაც შეიძლება.

მარშრუტიზატორი (router)

რამოდენიმე ლოკალურ ქსელს სვიჩების გამოყენებით, მათი გაერთიანება შეგვიძლია თუ ამ სვიჩებს მივუერთებთ მარშრუტიზატორი. მას შეუძლია პაკეტის თავსართში გაშიფროს ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის აიპი მისამართი და გადაუგზავნოს იგი ქვექსელის გამაერთიანებელ სვიჩს, რომელიც თავისმხივ მიაწვდის შესაბამის კომპიუტერს.

უკაბელო წვდომის წერტილები (Wireless Access Point)

უკაბელო წვდომის წერტილებზე შესაძლებელია მოხდეს დაგავშირება ლეპტოპების გამოყენებით ან კომპიუტერებით რომლებსაც გააჩნიათ უკაბელო ქსელური ადაპტერი. ისინი იყენებენ რადიო ტალღებს კომუნიკაციისათვის და მათი დაფარვის ზონა შეზღუდულია დიდი ქსელებს ესაჭიროებათ რამოდენი ასეთი წერტილი ადეკვატური დაფარვისათვის.

მრავალფუნქციური მოწყობილობები

არსებობენ მოწყობილობები რომლებსაც გააჩნიათ რამდენიმე ფუნქცია ერთად ჩაშენებული, უფრო კომფორტულია ვიყიდოთ და დავაკონფიგურიროთ ერთი მოწყობილობა რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს ყველა მოთხოვნას. სარის განსაკუთრებით კარგი სახლის პირობებში, წარმოიდგინეთ რამდენად უკეთესია იყიდოთ ერთი მოწყობილობა მარშრუტიზატორის, კომუტატორის და უკაბელო წვდომის წერტილის მოწყობილობების მაგივრად. მაგ. ასეთი მოწყობილობისა არის LinkSys 300N

KB4214 001 EN

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.