JSN Mico - шаблон joomla Авто
შესვლა რეგისტრაცია

შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე

მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დამიმახსოვრე

შექმენი ანგარიში

ველი რომელიც აღნიშნულია ვარსკვლავი (*) აუცილებელია.
სახელი *
მომხმარებლის სახელი *
პაროლი *
დაადასტურეთ პაროლი *
ელ-ფოსტა *
დაადასტურეთ ელ-ფოსტა *
Captcha *
  • dgdfgdg-laoderi.png
  • dosddos.png
  • dosddosxx.png
  • ubiquiti.png

TEW 731BR d02 2

ფართო წვდომის როუტერი TRENDnet TEW-731BR
TRENDnet-ის არის ამერიკული კომპანია, რომელიც 1990 წელს დაარსდა და სათაო ოფისი კალიფორნიაში, ქალაქ ტორანსში აქვს. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი მოწყობილობები, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური სისტემებით, მარტივი მოხმარებითა და საიმედოობით, "ქსელს, ერომელსაც ენდობიან" - Networks People Trust™.

TRENDnet-ის პროდუქცია სხვადასხვა მოწყობილობების ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება, რაც მუდამ ხაზზე დარჩენის საშუალებას გაძლევთ როგორც სამსახურში, ისე სახლში.

როუტერი TRENDnet TEW-731BR
300 მბ/წმ სიჩქარის მაღალი
წარმადობის Wireless N სტანდარტის მარშუტიზატორი
TRENDnet TEW-731BR-ის როუტერი შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა:

• 300 მბ/წმ სიჩქარის მაღალი წარმადობის Wireless N სტანდარტის მარშუტიზატორი
• ვიდეოს სტრიმის გადაცემის, ფაილების ჩატვირთვის, ხმოვანი სიგნალისა და ონლაინ თამაშების უსადენო ქსელში გაშვების შესაძლებლობა
• Wi-Fi Protected Setup (WPS)-ის მეშვეობით ნებისმიერ მოწყობილობასთან სწრაფი და მარტივი დაკავშირების შესაძლებლობა
• ტექნოლოგია GREENwifi - ელექტროენერგიის 50% დაზოგვის საშუალებას იძლევა

სახლის უსადენო კავშირის მარშუტიზატორი Wireless N300, რომელსაც კომპანია TRENDnet აწარმოებს მონაცემების მაღალი სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს. მოწყობილობის სიჩქარე 300 მბ/წმ-ს აღწევს, რაც დაჭერის ზონას კიდევ უფრო აფართოებს და ფაილების, ვიდეოსა და ონლაინ თამაშების გადასაცემად Wireless N სტანდარტის უსადენო ქსელს ქმნის.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი

შიფრირების მაღალი სტანდარტის ხარჯზე TRENDNET-ის როუტერით მონაცმების გადაცემა მაქსიმალურად უსაფრთხოა. ფუნქცია Access Control-ი არასასურველი ვებ-გვერდებისა და უცხო მომხმარებლისათვის წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობას გაძლევთ, ხოლო ენერგო დაზოგვის სისტემა GREENnet-ი ელექტროენერგიას 50%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

trendter 1

ფართო წვდომის შესაძლებლობა

Multiple Input Single Output (MIMO)-ს უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელსაც Trendnet

როუტერი TRENDnet TEW-731BR
სადენიანი ქსელის სხვადასხვა
მოწყობილობების მიერთების შესაძლებლობა
საკუთარი მოწყობილობების ანტენებში იყენებს, უფრო მეტი ფართის დაფრვა და ე.წ. "მკვდარი ზონების" ათვისება გახდა შესაძლებელი.

Wireless Protected Setup (WPS) ტექნოლოგია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სხვა ადაპტერების მიერთების საშუალებას იძლევა, რომლებსაც WPS-ისმხარდაჭერა აქვთ.

trendnet 2

ხარისხი მართვის ტექნოლოგია (QoS) კი თამაშების, ხმოვანი გამოძახებებისა და ვიდეო სტრიმების ტრაფიკის პრიორიტეტულად მართვის საშუალება მოგცემთ.

შუქდიოდის განათება

TRENDNET-ის როუტერის სტატუსის შემოწმება შუქდიოდის ნათურებზე შეგიძლიათ, ხოლო სადენიანი ქსელის სხვა მოწყობილობების მიერთება Fast Ethernet-ის ოთხი პორტით შეიძლება, რომელიც მარშუტიზატორის უკანა მხარეს არის განთავსებული.

 

B0062KA4VM 02 large

 

პროდუქტის მახასიათებლები TRENDNET TEW-731BR (WIRELESS N300 HOME ROUTER)


ინტერფეისი

• WAN: 1 x 10/100 Mbps
• LAN: 4 x 10/100 Mbps

სადენიანი ქსელის სტანდარტები
• IEEE 802.3, IEEE 802.3u, IEEE 802.3az

უსადენო ქსელის მახასიათებლები
• სტანდარტები: IEEE 802.11b, IEEE 802.11g, IEEE 802.11n
• მონაცემთა გადაცემის სიჩქარე: IEEE 802.11b: 11Mbps, IEEE 802.11g: 54Mbps, IEEE 802.11n: 300Mbps
• სიხშირის დიაპაზონი: 2.4 GHz
• გადამცემის სიმძლავრე: 15 dBm
• უსაფრთხოება: WEP, WPA/WPA2 (Wi-Fi Protected Access), WPS (Wi-Fi Protected Setup)

ანტენა
• ანტენის კონსტრუქცია: გარე (ჩამონტაჟებული)
• ანტენის სიმძლავრე: 2 x 2 dBi

როუტერის მახასიათებლები
• FireWall
• NAT (Network Address Translation)
• DHCP
• DNS (Domain Name System)
• DMZ (Demilitarized Zone)
• QoS (Quality of Service)
• VPN (PPPoE, PPTP, L2TP)

დამატებითი მახასიათებლები
• Virtual Server
• GREENnet ტექნოლოგია
• MIMO (Multiple Input Multiple Output)
• მოქმედების რადიუსი: შენობაში 100მ, შენობის გარეთ 300მ

ღილაკები
• Power, WPS

მონიტორინგი და კონფიგურირება
• WEB-ინტერფეისი
• SNMP (Simple Network Management Protocol)

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა: 158x109x34 მმ
• წონა: 210 გრ

 

საიტი შეიცავს მხოლოდ გადამოწმებულ მასალას MikroTik-ის მოწყობილობების დასაკონფიგურირებლად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.